სტუმრების მიმოხილვები
ჩვენი სერვისები
- რესტორანი
- ქორწილი
- კორპორატიული
- ტურები
ვინერია კახეთი
ვინერია კახეთი, ტრადიციული ქართული საოჯახო მარანი და რესტორანი საუკუნოვან ულამაზეს ბოტანიკურ ბაღში, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, საგარეჯოში მდებარეობს.
ადგილზე მოსულ სტუმრებს თბილი, მყუდრო გარემო და პოზიტიური მომსახურე პერსონალი დაგხვდებათ. რესტორანი გამორჩეულია მისი ბოტანიკური ბაღით, რომელიც 100 წლიანი ხეებით და სხვადასხვა სახეობის ფერადი ყვავილებით არის გაწყობილი. ვინერია კახეთს გარს არტყამს მხარის საოცარი ხედები. რესტორნის დიზაინი ძველ ქართულ სტილშია გადაწყვეტილი და ტრადიციული ინვენტარითა და დეკორაციებითაა მოწყობილი.
ვინერია კახეთში სტუმრობისას შეგიძლიათ ერთი ჩვეულებრივი საღამო, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, განსაკუთრებული გახადოთ. რესტორანი თავისი ბოტანიკური ბაღისა და ხედების დამსახურებით წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეზოში ასევე ნახავთ აუზს, სადაც შეგიძლიათ ზაფხულში გაგრილდეთ და მზეს მიეფიცხოთ.
თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს რესტორნის განსაკუთრებული სამზარეულო. მენიუში მრავალფეროვანი კერძებია წარმოდგენილი. აქ გამორჩეულია როგორც ცხელი, ასევე ცივი კერძები, შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ხორციანი, ასევე ვეგეტარიანული და ვეგანური კერძებიც. რესტორნის სამზარეულოში გამომცხვარი ცომეული, წვნიანები და კეცზე მომზადებული კერძები აუცილებლად შეგაყვარებთ თავს, და ეს გახდება რესტორანში თქვენი ხშირი სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ვინერია კახეთს სხვა რესტორნებისგან ტრადიციული ქართული საოჯახო მარანი გამოარჩევს, სადაც არაერთი საუკეთესო ქართული და არა მხოლოდ ქართული ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
ასევე ძალიან დაგაინტერესებთ „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საფირმო მაღაზიის უდიდესი ასორტიმენტი.
იმისათვის, რომ რესტორანში სტუმრობა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადოთ, ჩვენს მასტერკლასებს უნდა დაესწროთ. აქტივობების ფარგლებში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოთ და ისწავლოთ ისეთი საქმიანობები როგორებიცაა: ხაჭაპურის ცხობა, ხინკლის მოხვევა და სწორად დაგემოვნება, ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის გამოცხობა, ჭაჭის გამოხდა, და რაც მთავარია ეზიაროთ კახეთის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურას, რთველს, დაკრიფოთ ყურძენი და მიიღოთ მონაწილეობა მისი დაწურვის პროცესში. ზემოთ ჩამოთვლილი მასტერკლასები განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს ტურისტებისთვის, რათა უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები, ასევე თავადვე მოამზადონ და დააგემოვნონ ქართული კერძები.
ვინერია კახეთი საქორწილო წვეულებებსა და კორპორატიულ ღონისძიებებსაც მასპინძლობს. რესტორანში შესაძლებელია როგორც ღია, ასევე დახურული სივრცით სარგებლობა წვეულებისთვის საჭირო ინვენტარისა და დეკორაციების განთავსება.