აქტივობები

რას ნახავთ კახეთში? ვინერიას დაუვიწყარი აქტივობები.

სასიამოვნო გარემოს, სუფთა ჰაერის, სიმშვიდისა და გემრიელი სამზარეულოს გარდა, ვინერია კახეთი სტუმრებს სხვადასხვა გასართობ აქტივობასაც სთავაზობს.

ადგილზე მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ მათთვის სასურველ მასტერკლასს, მიიღონ გამოცდილება, გაერთონ და დააგროვონ დაუვიწყარი მოგონებები. მოკლედ, ვინერია კახეთში ვერ მოიწყენთ..

პურის ცხობა

თონის მასტერკლასის ფარგლებში, ნახავთ და ისწავლით როგორ უნდა მოზილოთ ცომი სწორად, ისე რომ პური აფუვდეს. ასევე გაიგებთ თუ როგორ უნდა დაანთოთ ცეცხლი თონეში, და გაახუროთ შეშით და წალმით. მოამზადებთ ცომის გუდებს, მისცემთ სასურველ ფორმას და თავად ჩააკრავთ მათ თონეში. ბოლოს კი თქვენივე გამომცხვარ თონის პურს დააგემოვნებთ.

ჩურჩხელის ამოვლება

მასტერკლასის განმავლობაში ისწავლით თუ როგორ აასხათ ნიგოზი ძაფზე, მოამზადებთ თათარას საფერავის ან რქაწითლის ჯიშის ყურძნის ბადაგით, აქტივობის ფარგელბში თქვენით ამოავლებთ ჩურჩხელებს, დაკიდებთ მათ გასაშრობად და ამის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ თქვენივე მომზადებული ჩურჩხელა.

ხაჭაპურის გამოცხობა

ხაჭაპურის გამოცხობის მასტერკლასი ცომის მოზელით იწყება, აქტივობის ფარგებში თქვენვე კერძისთვის ყველს თქვენით გაამზადებთ და გახეხავთ მას. მეორე ეტაპზე თქვენს მოზელილ ცომში ჩადებთ გახეხილ ყველს, თავს მოუკრავთ და გააბრტყელებთ. მასტერკლასის ბოლოს, გამოაცხობთ ხაჭაპურს და რა თქმა უნდა, ბოლოს დააგემოვნებთ მას.

ჭაჭის გამოხდა

ვინერია კახეთის სტუმრები აღნიშნული მასტერკლასის ფარგლებში გაეცნობით არყის გამოხდის უძველეს ტრადიციას, მოათავსებთ ჭაჭას ქვაბში, დაასხამთ საჭირო რაოდენობის წყალს, დაახურავთ ზარფუშს და ადუღებთ მას. გაზომავთ მასში ალკოჰოლის შემცველობას პროცენტულად. ბოლოს კი, რა თქმა უნდა დააგემოვნებთ მას.

ხინკლის მომზადება

ხინკლის მომზადების პირველი ეტაპი ზომის მოზელაა, შემდეგი საფეხური კი შიგთავსის მომზადება, რომელსაც სასურველი შიგთავსით მოამზადებთ. მასტერკლასის ფარგლებში ისწავლით ხინკლის სწორად მოხვევას, ჩაყრით ქვაბში და მომზადების შემდეგ ამოიღებთ მას. მასტერკლასის ბოლოს გაეცნობით ხინკლის სწორად ჭამის წესს და დააგემოვნებთ მას.

რთველი

კახეთში სტუმრობა არასდროს სრულდება ღვინის დაგემოვნების გარეშე. თუ გინდათ თავადაც დაესწროთ ყველა იმ გზას, რასაც ყურძნის მარცვალი დაღვინებამდე გადის, ვინერია კახეთის რთვლის მასტერკლასს უნდა დაესწროთ. აქტივობის ფარგლებში თქვენ დაკრეფთ ყურძენს რთველში, შემდეგ საწნახელში დაწურავთ და დააგემოვნებთ თქვენივე დაწურული ყურძენი.

ეს არის ის კიდევ 6 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ვინერია კახეთს. მოინიშნეთ რესტორანი აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალში, შემოგვიარეთ და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ჩვენთან ერთად.

ფოტოგალერეა