კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება
კორპორატიული ივენთებისა და ღონისძიებების ორგანიზება
თუ თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე წვეულების გამართვას გეგმავთ, და გსურთ, რომ თქვენი კომპანიის წვეულების შესახებ ყველა საუბრობდეს, მაშინ კორპორატიული ღონისძიება კახეთში, თოხლიაურში უნდა დაგეგმოთ.
კომპანიის ასეთი წვეულებები თანამშრომლებისთვის მათი არაოფიციალურ გარემოში გაცნობის კარგი ხერხია. იმისათვის, რომ თქვენი ღონისძიება იყოს გამორჩეული, კორპორატიული ივენთების ორგანიზება დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოთ.
რატომ ვინერია კახეთი?
ვინერია კახეთი იდეალური ადგილია კორპორატიული წვეულებებისთვის, რადგან ის დედაქალაქიდან 30 წუთის სავალზე, ქალაქგარეთ მდებარეობს.
რესტორანს აქვს ღია სივრცე, რაც იძლევა შესაძლებლობას, წვეულებაზე დაგეგმოთ ნებისმიერი სახის აქტივობა: თამაშები, დაჯილდოების ცერემონია, მოაწყოთ სცენა და ა.შ.
ვინერია კახეთში მრავალფეროვანი ასორტიმენტის კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. მენიუ გათვლილია ყველანაირი გემოვნების ადამიანზე. აქ წარმოდგენილია როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძები, ცომეული, ხინკალი და სხვა. მომხმარებლებს შეუძლიათ მიირთვან როგორც ხორციანი ასევე, ბოსტნეულით მომზადებული კერძები.
ღონისძიებას დაამშვენებს გემოვნებიანი მუსიკა, რადგან მის გარეშე ნებისმიერი თემატიკის წვეულება წარმოუდგენელია. მუსიკა უნიკალური საშუალებაა ადამიანებში უხერხული სიტუაციების განსამუხტად და პოზიტიური ემოციების გასავრცელებლად.
კორპორატიული ივენთების და ღონისძიებების ორგანიზება საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია და დიდ შრომას და გამოცდილებას მოითხოვს. ღონისძიების ორგანიზატორებისთვის მთავარი მომხმარებელთათვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნაა. ვინერია კახეთში შესაძლებელია ღია და დახურული სივრცის მოწყობა თქვენთვის სასურველი თემატიკისა და დიზაინის შესაბამისად.
რესტორანს აქვს მარანი, რაც გაძლევთ შესაძლებლობას დააგემოვნოთ მრავალწლიანი ღვინოები განსხვავებული გემოებით. ასევე გაიცნოთ ღვინის უძველესი კულტურა.
ვინერია კახეთის დეკორი და ინვენტარი ქართულ ტრადიციებს წარმოადგენს. თუ თქვენს კომპანიაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მუშაობენ, რესტორანში სტუმრობა იქნება იდეალური შესაძლებლობა, რომ მათ გააცნოთ საქართველოს ისტორია და კულტურა. დაათვალიერებინოთ ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, დააგემოვნებინოთ ქართული კერძები და ღვინო.
რესტორანში მოგემსახურებათ პოზიტიური და სტუმართმოყვარე მომსახურე პერსონალი, რომელიც თითოეულ ვიზიტორს სიხარულით ეგებება.
ვინერია კახეთში გამართული კორპორატიული წვეულება თითოეულ თანამშრომელს დაამახსოვრდება, პოზიტიური ემოცია და განწყობა კი ძალიან დიდხანს გაგყვებათ, რაც თავისთავად მეტად პროდუქტიულს გაგხდით.