რეკომენდირებული კერძები
ხაჭაპური იმერული
12 GEL
იმერული ყველი, სულგუნი, კვერცხი, ფქვილი, კარაქი, ზეთი, საფუარი, მარილი, შაქარი
რატომ ვინერია კახეთი?
ვინერია კახეთი ტრადიციული ქართული საოჯახო მარანია და რესტორანია, რომელიც საუკუნოვან ულამაზეს ბოტანიკურ ბაღში, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე მდებარეობს.
რესტორანი კახეთში, საგარეჯოში საოცრად თბილი და მყუდრო გარემოთი გამოირჩევა და ვიზიტორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ადგილზე დაგხვდებათ ღია და დახურული სივრცე. რესტორნის ღია სივრცე განსაკუთრებულია, რადგან ის ხეებშია ჩაფლული და არსებული გარემო სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს ჩვეულებრივი საღამო, ულამაზეს ადგილას, ქალაქთან ახლოს გაატაროს, განიტვირთოს და გაერთოს. რესტორნის ეზო ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს. დიდი სივრცე სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმოს და მოაწყოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი წვეულება. ვინერია კახეთის ეზოში იხილავთ აუზსაც, სადაც შეგიძლიათ გაგრილდეთ, დაისვენოთ და გაირუჯოთ კიდეც.
რესტორანს სტუმრები დიზაინითაც გამოარჩევენ. აქ დაგხვდებათ ძველი ქართული ინტერიერი: ღვინის ქვევრები და ჭურჭელი, ძველებური ხალიჩები და სხვა დეკორაციები.
ვინერია კახეთში განსაკუთრებულია სამზარეულოც. რესტორნის მენიუში ნახავთ: სხვადასხვა სახეობის სალათებს, ფხალეულობას, ყველის ნაირსახეობებს, წვნიანებს, ცომეულს და ცხელ კერძებს. რესტორანი კახეთში, საგარეჯოში, არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ კეცზე მომზადებული კერძები, ტოლმა ვაზის ფოთოლში, სხვადასხვა სახეობის მაყალზე მომზადებული მწვადი და თევზი.
რესტორნის მენიუში ასევე შეგხვდებათ დესერტების ჩამონათვალი, რომელიც სხვადასხვა ხილის მურაბისგან, ნამცხვრებისა და ხილის ასორტისგან შედგება. რაც შეეხება სასმელებს, ვინერია კახეთში წარმოდგენილია როგორც მინერალური, ასევე გამაგრილებელი და გაზიანი სასმელები, ყავა და ჩაი.
ვინერია კახეთში რესტორნის გარდა შეგიძლიათ დაათვალიეროთ მარანიც, და დააგემოვნოთ არაერთი საუკეთესო ქართული ღვინო, მათ შორის ვინერია კახეთის ოჯახის ღვინო. რესტორანი ითვალისწინებს ყველა გემოვნების ადამიანს და გიმასპინძლებთ როგორც თეთრი მშრალი და თეთრი ნახევრად ტკბილი, ასევე, წითელი მშრალი და წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოებით.
ღვინის გარდა ვინერია კახეთში დააგემოვნებთ ისეთ სპირტიან სასმელებს, როგორიცაა ლუდი და ჭაჭა. ასევე ძალიან დაგაინტერესებთ „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საფირმო მაღაზიის უდიდესი ასორტიმენტი და საუკეთესო ფასები.