VINERIA
KAKHETI

ჩვენი ისტორია

ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ ქართული კულტურის 2 უმთავრესი ნაწილი: სამზარეულო და ღვინო. ამ ორი უკანასკნელის უკეთ წარმოსაჩენად ვერ ვნახავდით კახეთზე მეტად შესაფერის კუთხეს, რადგან ის ყველაზე საინტერესო მხარეა თავისი კულტურისა და წეს-ჩვეულებების მხრივ.  უგემრიელესია კახური სამზარეულო, აქ განსაკუთრებულად უყვართ ხორცისგან მომზადებული კერძები. შეუძლებელია ვისაუბროთ კახურ სამზარეულოზე და იქვე კახური ღვინო არ გაგვახსენდეს. კახეთი ღვინის მხარეა, და აქ 200–მდე საღვინე ჯიშია აღწერილი.

სწორედ ამ მხარის დიდი სიყვარულის მიზეზად დავიწყეთ ვინერია კახეთის შენება. ვფიქრობთ, როგორც რეგიონის ასევე დედაქალაქის მცხოვრებლებს გვჭირდება მსგავსი ადგილები, რათა არ დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, ღვინის დაწურვისა და სმის კულტურა. სწორედ ამიტომ ავაშენეთ ოჯახური მარანი, სადაც სტუმრებს სხვადასხვა ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას ვაძლევთ. ჩვენთან ამ სასმელს განსაკუთრებული პატივისცემით ვექცევით, ვუფრთხილდებით და სიამაყით ვინახავთ მრავალწლიან ღვინოებს.

ვინერია კახეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში მდებარეობს. რესტორანი ბოტანიკურ ბაღშია ჩაფლული, ეზოში იხილავთ სხვადასხვა სახის მცენარეებსა და ყვავილებს, ასევე სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს 100 წლიან ხეებს, რომლებიც რესტორნის ეზოს ბინადრები არიან. 

რესტორნის სამზარეულო ნამდვილად შეუდარებელია, თუმცა საკუთარი ხელით მომზადებულ კერძებს მაინც არაფერი ჯობია.  განსაკუთრებულად გვახარებს ისეთი ადამიანების სტუმრობა, ვინც ჩვენი მასტერკლასებითაა დაინტერესებული. აქტივობების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ და თავად მოამზადოთ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები და სასმელი. ემოციები ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ვიშრომეთ, რომ მასტერკლასები სტუმრებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. აღნიშნული აქტივობები კიდევ უფრო საინტერესოა ტურისტებისთვის, რომლებიც ჩვენი მასტერკლასებით საქართველოს კულტურას ეცნობიან და აგემოვნებენ საკუთარი ხელით მომზადებულ ქართულ კერძებსა და ალკოჰოლურ სასმელებს.

ვინერია კახეთი შექმნილია ტრადიციული ქართული ინტერიერით, ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტების მიხედვით. ძველი კულტურიდან გადმოვიტანეთ ასევე სტუმართმოყვარეობის სტილის მომსახურება და პოზიტიური პერსონალი.   

მრავალწლიანი მასპინძლობის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვინერია კახეთი არის საუკეთესო რესტორანი მთელ რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ საუკეთესო მოგონებების შეგროვებაში და თქვენთვის დაუვიწყარ დღედ ვაქციოთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი საღამო, ასევე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წვეულებები.

ფოტო გალერეა