ქართული ღვინო
ქართული ღვინო თავისი ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე 8000 წლით თარიღდება, რაც საქართველოს ,,ღვინის აკვნის“ სტატუსს ანიჭებს.
ჩვენს ქვეყანას „ღვინის აკვანს“ სამართლიანად უწოდებენ და Unesco-მაც დაადასტურა, როცა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსს ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიციის გარდა პირველ რიგში არქეოლოგიური მონაპოვარი ამყარებს. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ნაპოვნია VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა, რომელიც ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიეკუთვნება.
საქართველოში მევენახეობა–მეღვინეობის კულტურა ამ დროიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა. მუდმივი განვითარების მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა ის უძველესი ბუნება და ტრადიციები, რაც მას ალბათ ათასწლეულების წინ ახასიათებდა. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო 8000 მოსავლის ქვეყნად მიიჩნევა, სადაც ღვინოს ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ქვევრის წინაპარ ჭურჭელში აყენებდნენ.
საქართველოს რეგიონებს შორის ვაზის ჯიშით გამორჩეულია კახეთი. აქ მოყვანილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული კახური ღვინო მზადდება. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა.
განთქმულია ასევე ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე აფხაზეთის ღვინო.
საქართველოში გავრცელებული ყუნძნის ჯიშები
საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430 სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული. მათგან ყველაზე გავრცელებულია:
ვაზის ეს თეთრყურძნიანი ჯიში კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის და საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, ეკუთვნის იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯგუფს.
თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯგუფს.
ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი კლასიკური და ტრადიციული ტიპის ღვინოები, დაძველების დიდი პოტენციალით.
რაჭული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. საშუალოზე გვიანი პერიოდის. იზრდება საშუალო ინტენსივობით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ენაში, სიტყვა ღვინოს ერთი საფუძველი აქვს და როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, იგი ქართველური „ღვინიდან“ მოდის. Vinum, Wine, Vin, Wein, Вино და სხვ.