ღვინის დეგუსტაცია

საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430 სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული. მათგან ყველაზე გავრცელებულია:

  ქართული ღვინო თავისი ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე 8000 წლით თარიღდება, რაც საქართველოს ,,ღვინის აკვნის“ სტატუსს ანიჭებს.

ჩვენს ქვეყანას „ღვინის აკვანს“ სამართლიანად უწოდებენ  და Unesco-მაც დაადასტურა, როცა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსს ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიციის გარდა პირველ რიგში არქეოლოგიური მონაპოვარი ამყარებს. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ნაპოვნია VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა, რომელიც ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიეკუთვნება.

    საქართველოში მევენახეობა–მეღვინეობის კულტურა ამ დროიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა.  მუდმივი განვითარების მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა ის უძველესი ბუნება და ტრადიციები, რაც მას ალბათ ათასწლეულების წინ ახასიათებდა. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო 8000 მოსავლის ქვეყნად მიიჩნევა, სადაც ღვინოს ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ქვევრის წინაპარ ჭურჭელში აყენებდნენ.

საქართველოს რეგიონებს შორის ვაზის ჯიშით გამორჩეულია კახეთი. აქ მოყვანილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული კახური ღვინო მზადდება. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა.

    განთქმულია ასევე ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე აფხაზეთის ღვინო.

საქართველოში გავრცელებული ყუნძნის ჯიშები

  საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430 სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული.  მათგან ყველაზე გავრცელებულია:

ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი კლასიკური და ტრადიციული ტიპის ღვინოები, დაძველების დიდი პოტენციალით.

რქაწითელი ქვეყნის ყველაზე გავრცელებული ჯიშია, რომლისგანაც განსაკუთრებული თეთრი მშრალი და ქარვისფერი ქვევრის ღვინოების დაყენება შეიძლება. ჩვენი კლასიკური რქაწითელი საუკეთესოდ გამოხატავს ამ ჯიშის პოტენციალს.

ქისიდან დაუვიწყარი არომატისა და გემოს მქონე კახური ტრადიციული ქვევრის ღვინოები დგება. ითვლება, რომ ქისის „სამშობლო“ ახმეტის რაიონის რამდენიმე სოფელია და ჩვენი ქისიც მაღრაანიდანაა, ამ „სამშობლოს“ შუაგულიდან. ქისის საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარლისა და ახმეტის რ-ნი. ჩვენი კახურად, ქვევრში დაყენებული ქისი წორედ ამ რეგიონიდანაა და იგი ზუსტად გამოხატვს ამ ჯიშისა და მხარის არსს.

კრახუნა იმერული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც  საკმაოდ სხეულიანი და ძლიერი ღვინოები დგება, მწიფე ხილისა და თაფლის სურნელებით. მასში იდეალურადაა შერწყმული ძლიერი ხასიათი და სიამოვნება. ჩვენი კრახუნა შესანიშნავი ღვინოა დასაძველებლად. წლების შემდეგ იგი გაცილებით ღრმა და საინტერესო ხდება.

ეს ღვინო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრადტკბილი წითელი ღვინოა – რაოდენობითაც, კეთილშობილებითაც და ინდივიდუალურობითაც. თუკი ერთხელ მაინც გასინჯავ ჩვენი კომპანიის ქინძმარაულს, შემდეგ არასდროს დაგავიწყდება მისი გემო. ქინძმარაულში მიკროზონაში განსაკუთრებული ნიადაგებია. აქ მთავარია შავი ფიქალების ნაშალი მასალა, რომელიც მდინარე დურუჯს ჩამოაქვს, სითბოს შთანთქმის მაღალი უნარით ხასიათდება და გარკვეულ გავლენას ახდენს ნიადაგის ტემპერატურულ რეჟიმზე, რაც ყურძნის შაქრიანობაზე და ღვინის ხარისხზეც აისახება.

ოცხანური საფერე გვიანი პერიოდის ჯიშია,, ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ იკრიფება. ღვინო ხალასი ჟოლოსფერით ხასიათდება. ახალგაზრდა ღვინოში საკმაოდაა მცენარეული ტონები, თუმცა დავარგების შემდეგ ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ოცხანური იმერეთის საუკეთესო წითელყურძნიან ჯიშად ითვლება. ჩვენი ოცხანურიც ბაღდათის რაიონის სოფლებში, საუკეთესო ვენახებში მოყვანილი ოცხანური საფერედანაა დაყენებული.

ხვანჭკარა ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მცირეტირაჟიანი და ძვირფასი ღვინოა. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ხვანჭკარა 1932 წლიდან იწარმოება, თუმცა მანამდე ამ სტილის ღვინოს დიდი ტრადიცია ჰქონდა. დღესდღეობით ხვანჭკარა იწარმოება ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. ხვანჭკარა ძალიან პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ჩვენი ხვანჭკარა ამ სტილის საუკეთესო ნიმუშია.

შესაძლოა უსახელოური საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო იყოს. უსახელოური ძალზე მცირე რაოდენობით მოდის ლეჩხუმის სულ რამდენიმე სოფელში (ოყურეში, ზუბი, ოფიტარა, ისუნდერი, ლაჩეფიტა)  და მისგან დაყენებული ჩვენი ღვინო საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა. ჩვენი უსახელაური ამ შესანიშნავი ჯიშიდან დაყენებული განსაკუთრებული ღვინოა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ენაში, სიტყვა ღვინოს ერთი საფუძველი აქვს და როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, იგი ქართველური „ღვინიდან“ მოდის. Vinum, Wine, Vin, Wein, Вино და სხვ.

ფოტოგალერეა